ვახტანგის მრავალრიცხოვანი ამალა - 1208 ქართველი - რუსეთისაკენ დაიძრა.
გზაში
მათ
ხშირად ესხმოდნენ ავაზაკები, ჩრდილო კავკასიელი ტომები, ვახტანგი მათ დიდძალ საგანძურს აძლევადა და გაჭირვებით მიიწევდა წინ. ვახტანგმა მიაღწია დიდგორს, შემდეგ რუსთა ჯარის თანხლებით ჩავიდა ასტრახანში და ელჩობა გაუგზავნა პეტრე I - ს, პეტერბურგში ჩასვლის ნება და მიღება სთხოვა. ვახტანგმა პეტრესთან შეხვედრა ვეღარ მოახერხა რადგან 1725 წ. გარდაიცვალა.
ვახტანგმა რუსეთის მთავრობას მოქმედების გეგმა შესთავაზა. მისი წინადადებით რუსეთს შაჰ თამაზი თავის მხარეზე უნდა გადაებირებინა, კავკასიაში ჯარის გაგზავნით ოსმალეთი დაეშინებინა, ქართლი გაეთავისუფლებინა და კახეთი, იმერეთი და ყაბარდო თავის მოკავშირეებად გაეხადა. რუსეთის ხელისუფლებას იმ ეტაპზე ოსმალეთთან ურთიერთობის გამწვავება ხელს არ აძლევდა, ამიტომ ვახტანგის გეგმა არ განხორციელდა.
ვახტანგი ერთხანს რუსეთში უნდა დარჩენილიყო. მისი ამალის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ასტრახანში ცხოვრობდა. მათი მდგომარეობა მძიმე იყო.
შემდეგში მთავრობამ ამალის ნაწილი მოსკოვს გადაიყვანა და იქ დაასახლა. მალე მათ ვახტანგიც შეუერთდა. მთავრობამ ვახტანგსა და მის ამალას მამულებიც უბოძა და ყოველწლიური სარგოც (მოხელის კუთვნილი
წილი) დაუნიშნა-ფულადი დახმარება 24 000 მანეთი და სურსათი.
1726 წ რუსეთის საიდუმლო საბჭომ გადაწყვიტა ვახტანგის გამოგზავნა სამხრეთში. მას დაევალა ირანთან მოლაპარაკების წარმოება. ვახტანგმა მეტი მოითხოვა, ოსმალთა წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის გეგმა შეიმუშავა და რუსეთის ხელისუფალთ წარუდგინა. ის იმედს გამოთქვამდა, რომ როგორც კი ქართლში რუსთა ჯარი შევიდოდა ადგილობრივი მოსახლეობა ოსმალთა წინააღმდეგ ამხედრდებოდა, დას. საქართველოც მხარს დაუჭერდა და ოსმალთა ბატონობასაც ბოლო მოეღებოდა.
მაგრამ რუსეთის მთავრობამ ამაზე უარი განაცხადა. ვახტანგს წასვლა და დაკისრებული მოვალეობის შესრულება მოსთხოვა. ვახტანგი დათანხმდა, მაგრამ გამგზავრების წინ თავისი უფლებრივი მდგომარეობის განმტკიცება და დადასტურება ითხოვა. მიაღწია კიდეც საწადელს, ეკატერინე I -მა ქართლის მეფედ
ცნო, მატერიალურად უზრუნველყო, ანდრია პირველწოდებულის ორდენიც უბოძა.
რუსთა მიზნით ვახტანგის მისია ირანთან ურთიერთობის მოწესრიგებას და ამიერკავკასიის დაპყრობილი ქვეყნების მოსახლეობის მხარდაჭერის მოპოვებაში მდგომარეობდა, ვახტანგს კი აღნიშნული დავალების შესრულებით თავისი ქვეყნის საქმეთა მოგვარება სურდა.
(1726 წ.) მოლაპარაკება კარგად წარიმართა, შაჰმა გადაწყვიტა წასულიყო გარკვეულ დათმობებზე,
ოღონდ რუსეთს მათთვის უნდა დაეთმო გარკვეული
ტერიტორიები, ხოლო შაჰს ოსმალთა განდევნის შემდეგ ვახტანგი უნდა ეცნო ქართლის მეფედ. ვახტანგმა საკმაო წარმატება მოიპოვა, მაგრამ გენერალმა ლევაშოვმა ტერიტორიულ დათმობაზე უარი განაცხადა ვახტანგის საქმიანობას ეჭვის თვალით შეხედა. მოლაპარაკება ჩაშალა.
ვახტანგი 1728 წ. დაბრუნდა მოსკოვში და შეუერთდა თანამემამულეებს. მან ხელსაყრელ პოლიტიკურ მომენტს დაუწყო ცდა, გადიოდა ხანი და ქართლის განთავისუფლების ჟამი არ დგებოდა.
საბედნიეროდ ოსმალეთმა მალე დაკარგა ძველი ძლიერება და დადგა დრო ამოქმედებისა.
ბარძიმ არაგვის ერისთავმა 1734 წ. ვახტანგს წერილი გაუგზავნა, ქვეყნის მდგომარეობა აცნობა და ქართლში მოიწვია. ვახტანგი გამოცოცხლდა, პეტერბურგის სამეფო კარმაც დახმარება აღუთქვა მეფეს. ემიგრანტები ნავებში ჩასხდნენ, ვოლგას აუყვნენ მაგრამ დანიშნულ ადგილამდე მისვლამდე ვითარება შეიცვალა, მათ გზაში გაიგეს ირანის გააქტიურების ამბავი.
ირანის სარდალმა ნადირმა ვახტანგს მორჩილებისაკენ მოუწოდა, წყალობას პირდებოდა და ქართლის ხელშეუხებლობას აღუთქვამდა, მაგრამ ვახტანგი არ მიენდო. მერე ნადირი გაძლიერდა, თამაზი ჩამოაგდო და შაჰად გამოაცხადა თავი.
ახალი შაჰის გაძლიერების გამო რუსეთმა უკან დაიხია, ვახტანგი კი ჩრდილოეთისაკენ გაემგზავრა. მისი ოცნება აუსრულებელი დარჩა და სამშობლოს ხსნის იმედი გადაეწურა.
ვახტანგისთვის ნათელი გახდა, რომ ქართლში მისი დაბრუნება შეუძლებელი იყო. მას რუსეთის ქვეშევრდომობის მიღება მოსთხოვეს, ეს კი საქართველოში დაბრუნებაზე უარის თქმასა და რუსეთში სამუდამო დამკვიდრებას ნიშნავდა. ვახტანგმა არ მიიღო შეთავაზებული წინადადება, არ ისურვა სხვა ქვეყნის მსახურობა. ასტრახანს დასახლდა, მხლებელთა ჯგუფს კი სრული თავისუფლება მიანიჭა.
1737 წ.
26 მარტს ვახტანგი გარდაიცვალა. იგი დაკრძალეს ასტრახანის მიძინების ტაძარში და ახლაც იქ განისვენებს.
No comments:
Post a Comment