ვახტანგი ძალიან კარგი ლირიკოსია. მისი პოეტური მემკვიდრეობა ინტერესს იწვევს თემატური მრავალფეროვნებით, მხატვრული მეტყველების მაღალი კულტურით, განცდის სიწრფელითა და ლირიკული მგრძნობელობით, მღელვარე პათოსით. დახვეწილი და დიდი მხატვრული შთაგონებით დაწერილი სტრიქონები მას წარმოგვიდგენს როგორც პოეტური სიტყვის ნაცად ოსტატსა და დახელოვნებულ პოეტს.
მისი ლირიკის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი პატრიოტული სულისკვეთებაა, სამშობლოს სიყვარულის უსაზღვრო გრძნობითაა გამთბარი მისი ლექსების უმრავლესობა. განსაკუთრებული სიღრმითა და სიმძაფრით აღიბეჭდა ვახტანგის პოეზიაში სამშობლოს დაშორებით გამოწვეული ტრაგიკული განცდა. უმწეო მდგომარეობაში მყოფმა თავისი სამშობლო სატრფოს სახით წარმოიდგინა,
ამ მხრივ ის ერთერთი პირველი პოეტია სამშობლოს სიყვარულის ალეგორიულ ფორმებში წარმოდგენით.
ის საკუთარ ნაწარმოებებში ადამიანის ჭეშმარიტ დანიშნულებად შინაარსიან ცხოვრებას, ნაყოფიერ საქმიანობას და საქვეყნო სახალხო მოღვაწეობას თვლიდა .
ვახტანგის ლირიკაში დიდი ადგილი უჭირავს სამიჯნურო თემატიკას. მისი ლირიკის დამახასიათებელი ნიშანია სიყვარულის ალეგორიულ - მისტიკური გააზრება, მის სპეციალურ ნაწარმოებში რომელსაც „სატრფიალონი“ ეწოდება ავტორის ტრფობის ობიექტად არაა წარმოდგენილი რეალური ქალი, მისი ტრფობის ობიექტი იყო ღვთაებრივი , მისტიკური სიყვარული.
ვახტანგმა ქართულ მწერლობაში განავითარა ალეგორიულ - სიმბოლისტური მიმართულება და შესამჩნევი გავლენა მოახდინა თავის თანამოღვაწეებზე.
იგი ასევე წერდა სასულიერო თემატიკაზეც. დიდია ამ კუთხით ვახტანგის დამსახურება. მან გაამდიდრა ქართული ლექსი და შემატა მას შინაარსობრივი და ფორმობრივი სიახლე, ის ქართული ლექსის ერთერთი რეფორმატორია.
იგი ძირითადად თექვსმეტმარცვლოვანი შაირით წერდა. მას დაწერილი აქვს აგრეთვე ანბანთქება.
იგი ძირითადად თექვსმეტმარცვლოვანი შაირით წერდა. მას დაწერილი აქვს აგრეთვე ანბანთქება.
No comments:
Post a Comment